20:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 10:22:29, 378 ნახვა

მსოფლიო
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ხმათა უმრავლესობა მიიღო, თუმცა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. შედეგად, ხორვატიაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მონაცემების მიხედვით, მილანოვიჩმა 49,09 პროცენტი აიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, დრაგან პრიმორაკმა კი 19.35 პროცენტი.

„ვიბრძოლებ კანონის უზენაესობისთვის“, – აღნიშნა მილანოვიჩმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

არჩევნების მეორე ტური 12 იანვარს გაიმართება.

ცნობისთვის, მილანოვიჩს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს უკრაინის საკითხზე. ის არ ემხრობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics