|
2024-12-10 13:13:00, 694 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ასევე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი 4 პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, 7 დეკემბერს, ბათუმში, ბრალდებულები მივიდნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ და ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლით 4 პირს ჭრილობები მიაყენეს - მიყენებული დაზიანებების შედეგად სამი ადგილზე, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი" და „ლ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)