|
2024-11-05 11:17:38, 1833 ნახვა
სპეციალური ანონსი
15:00 საათზე, საპროტესტო აქცია სპორტის სასახლის ნაცვლად, სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება
დღეს, 5 ნოემბერს სპორტის სასახლის ნაცვლად, საპროტესტო აქცია სააპელაციო სასამართლოსთან გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მელიას განცხადებით, საზოგადოებამ 15:00 საათზე, მეორე ინსტანციის სასამართლოსთან, უბნების ბათილობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების სამართლიანი განხილვა უნდა მოითხოვოს.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 ნოემბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისში, პარლამენტის სასახლესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ დღეს, 5 ნოემბერს საპროტესტო აქცია სპორტის სასახლესთან გაიმართებოდა. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებებს, გუშინ, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გააუქმა. დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)