|
2024-11-04 12:57:59, 1938 ნახვა
სპეციალური ანონსი
თბილისში, 17:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება
თბილისში, 17:00 საათზე საპროტესტო მარში გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას ოპოზიციური კოალიციები ავრცელებენ. განცხადების თანახმად, მსვლელობა, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები გაუძღვებიან, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, დღეს, 4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად აქციაა დაგეგმილი. საპროტესტო აქცია პარლამენტის სასახლესთან 19:00 საათზე დაიწყება. შეკრება 3-მა ოპიზიციურმა კოალიციამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ - 31 ოქტომბერს, ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე დააანონსა. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური კოალიციები, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახეს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების შედეგების მოპარვაში ადანაშაულებენ და საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)