18:50 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 09:31:03, 494 ნახვა

მსოფლიო
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს - დათვლილია ხმების 99.50%

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუ ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 99.50%-ის დათვლის შედეგად, მაია სანდუს 55.25% ( 923 610 ხმა) აქვს, მის კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლუს კი - 44.75% (748 161).

“მოლდოვა დღეს შენ გაიმარჯვე. ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობის, დემოკრატიის და ღირსეული მომავლისადმი ერთგულების ძალა“,- წერს სანდუ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ გაიმართა, რაც 20 ოქტომბერს, არჩევების პირველ ტურში სანდუმ ხმების - 42.45%, ხოლო სტოიანოგლუმ 25.98% მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics