|
2016-02-26 14:17:05, 479 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. კანონპროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გრანტის გაცემის უფლება მიეცემა. მათივე ცნობით, მოცემულ ეტაპზე სააგენტო აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისთვის, გრანტების მოზიდვის მიზნით. მოლაპარაკებების შედეგად, მიმდინარე წელს, ევროკავშირსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს გრანტის სახით სააგენტოსთვის 800 000 ევროს გამოყოფას. საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სახელმძღვანელო სტანდარტების შესაბამისად, სააგენტოს, თავის მხრივ, უნდა ჰქონდეს გრანტის გაცემის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ზემოხსენებულ თანხას ვერ მიიღებს. „სააგენტოს მიერ გასაცემი გრანტის მთავარი მიმართულებები სასოფლო-სამეურნეო და სოციალური (მცირე ბიზნესი) ინიციატივის, ასევე თვითკმარობაზე მიმართული პროექტების დაფინანსება იქნება. ბენეფიციართა შერჩევის დროს პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, სოფლად სახლის პროექტის) ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ დევნილებს მიენიჭება“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)