|
2024-10-24 14:32:09, 574 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ყულევში ნავთობის გადამამუშავებელი და ნავთობპროდუქტების წარმოების კლასტერი ჩამოყალიბდება
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავიტაშვილმა ყულევში, სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში, საუბარია არა ერთ რიგით საწარმოზე, რომელიც საქართველოში მთავრობის სხვადასხვა მხარდაჭერის პროგრამებით ასობითა თუ არა ათასობით იქმნება, არამედ მნიშვნელოვან მსხვილ ინვესტიციაზე, რომელიც ფაქტობრივად ახალ დარგს უყრის საფუძველს. “დარწმუნებული ვარ, ეს საწარმო იქნება ცენტრალური რგოლი და აქ ჩამოყალიბდება ნავთობის გადამამუშავებელი და ნავთობპროდუქტების წარმოების კლასტერი. ყულევში ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, მიუხედავად რთული გეოგრაფიისა და გეოლოგიისა. კომპანიას სტრატეგიული მდებარეობა აქვს. მას საშუალება ექნება, მოახდინოს პროდუქციის ექსპორტზე გატანა, ასევე ნედლეული მიიღოს სხვადასხვა წყაროდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობის შეფასება, რადგან საქართველო მნიშვნელოვანი ენერგომარშრუტების კვეთაზეა და ენერგოსატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყანაა. საქართველოს მეშვეობით გადის ექსპორტზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები სხვადასხვა ქვეყნიდან“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, საქართველო არის კარიბჭე, საიდანაც შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიდან ნავთობი გადის დასავლეთის მიმართულებით, აგრეთვე, პირიქით, ნავთობპროდუქტები შემოდის ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში. “ჩვენი მდებარეობა სტრატეგიულია. აქედან გამომდინარე, ნედლეულით უზრუნველყოფის პრობლემა საწარმოს არ ექნება. რა თქმა უნდა, არსებობს წინასწარი შეთანხმებებიც, თუმცა ეს უკვე კომერციული ნაწილია. ყველა წინაპირობა არსებობს საიმისოდ, რომ საწარმო კონკურენტუნარიანი და წარმატებული იყოს. რაც შეეხება პროდუქციას, კომპანია გამოუშვებს მრავალი ტიპის ნავთობპროდუქტს, სრულად იქნება ორიენტირებული იმპორტის ჩანაცვლებაზე, ასევე ექსპორტის შესაძლებლობების განვითარებაზე. აქ იქნება ბიტუმის წარმოება, რომელიც მოთხოვნადია ჩვენს ინფრასტრუქტურულ სამშენებლო სამუშაოებში და შესაბამისად, დიდი იმპორტიც გვაქვს, ასევე იქნება დიზელისა და ბენზინის წარმოება. ყველაფერი იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მაღალი ევროპული გარემოსდაცვითი მოთხოვნები ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით. ყულევის პროექტი რამდენიმე ფაზად განვითარდება. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ კომპანია განვითარდება იმ დონეზე, რომ ნავთობქიმიის სხვადასხვა მრავალფეროვანი პროდუქციის გამოშვებას შეძლებს“,- აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)