18:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 09:36:33, 389 ნახვა

მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში რუსეთში, „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსეთში, "ბრიქსის" სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ანტონიუ გუტერეშს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავენ.

გაეროს გენმდივნის ვიზიტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და მას არასწორი არჩევანი უწოდა.

"გაეროს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო ყაზანში პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას, ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაეროს რეპუტაციას",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

რუსეთის ქალაქ ყაზანში "ბრიქსის" სამიტს ასევე დაესწრებიან თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics