12:00 - 12 May, 2026
|
2024-10-23 09:04:40, 552 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუდანოვი - ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი დღეს კურსკის ოლქში ჩავა
ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების პირველი დანაყოფი დღეს კურსკის ოლქში ჩავა,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა The War Zone-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბუდანოვმა აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაეხმარება რუსებს უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორი იქნება მათი აღჭურვილობა. "პირველ დანაყოფებს კურსკის მიმართულებით 23 ოქტომბერს ველოდებით",- აღნიშნა ბუდანოვმა. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, რუსეთის მხარდასაჭერად, 12 000 სპეცრაზმელის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)