|
2016-02-25 18:35:44, 698 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: მაღალმთიან დასახლებაში ვაჭრობის ობიექტებზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება, ვინაიდან პროდუქცია ადგილზე არ იქმნება და ის უკვე დაბეგრილია
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განმარტებით, მაღალმთიან დასახლებაში ვაჭრობის ობიექტებზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება, ვინაიდან პროდუქცია ადგილზე არ იქმნება და ის უკვე დაბეგრილია. „ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, მაგალითად ვაჭრობის ობიექტების გადასახადებისგან გათავისუფლებაზე, იქ შექმნილი პროდუქცია არ არის, ამიტომ ისინი თავისთავად უკვე დაბეგრილია და ა.შ. ეს ძალიან კომლპექსური თემაა, ადმინისტრირებაც არ უნდა იყოს ძალიან ძვირი და ამან არ უნდა გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. ის რომ დასაქმებული ადამიანები არ გადაიხდიან საშემოსავლო გადასახადს, იქ დასაქმებული ადამიანები დანამატებს მიიღებენ და იქ მცხოვრებნი გარკვეული სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ, იქ იქნება ახალი საწარმოების შექმნის შესაძლებლობა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)