|
2024-10-16 17:49:48, 568 ნახვა
ომი უკრაინაში
ფიცო - უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება
უკრაინაში ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. სლოვაკეთის რესპუბლიკის ევროპულ საქმეთა ეროვნული საბჭოს კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფიცომ თქვა, რომ 17 ოქტომბერს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, იყოს ერთგვარი მინიშნება, რადგან "უცებ გაჩნდა უკრაინის ნატოში მიწვევის თემა". სლოვაკეთის მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, ნატოში უკრაინის მიწვევა "საფასურის გარეშე" იქნება. "რუსები არ დატოვებდნენ ყირიმს და სხვა ტერიტორიებს, როგორიცაა დონეცკი ან ლუგანსკი, რადგან სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ. სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს დაუჭერს ნებისმიერ სამშვიდობო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას",- განაცხადა ფიცომ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)