18:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-12 16:03:20, 401 ნახვა

მსოფლიო
ინგუშეთში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციელების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს - არიან დაღუპულები

ინგუშეთში შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TACC-ი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამჟამად ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები თავდამსხმელების დასაკავებლად.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოკლულები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

"პოლიციელებზე თავდასხმა მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ",- განაცხადა ინგუშეთის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ-ალი კალიმატოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics