|
2024-10-07 10:31:42, 403 ნახვა
მსოფლიო
„ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ქალაქ ჰაიფაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა
“ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის ქალაქ ჰაიფაზე მიტანილი იერიშის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც “ჰეზბოლაში“ აცხადებენ, მათი სამიზნე ჰაიფაში მდებარე სამხედრო ბაზა იყო. CNN-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც “ჰეზბოლას“ მხრიდან გაშვებული რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთით ჩამოვარდა. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებდნენ, რომ ჰაიფას მიმართულებით 5 რაკეტა იყო გაშვებული, რამდენიმეს ჩამოგდება შეძლეს, რამდენიმე კი ქალაქში ჩამოვარდა. ისრაელელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, გასულ 24 საათში “ჰეზბოლამ“ ქვეყნის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, ამის პარალელურად კი ისრაელი აგრძელებს თავდასხმებს ბეირუთსა და ლიბანის მიმდებარე ტერიტორიებზე, რასაც ლიბანის ხელისუფლების ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 1 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)