17:08 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 12:00:51, 692 ნახვა

სამართალი
მამუკა ახვლედიანის თქმით, მისი გადაყენებით სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გადაფარვა სურთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მენეჯმენტის კუთხით, მათ არავითარი დარღვევა არ აქვთ.

როგორ ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მისი გადაყენებით სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გადაფარვა სურთ.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რისი გადაფარვაც მისი გადაყენებით უნდათ, ეს არის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების თემა.

„წლების განმავლლბააში ვკურირებდი მენეჯერულ საკითხებს სასამართლო სისტემაში. მთელი მენეჯმენტის ერთერთი შემოქმედი მე ვარ. საინტერესოა, რა დავარღვიე მენეჯმენტის კუთხით. არავითარი კოლეგია არ შემიქმნია. აქ არის მთავარი პრობლემა ამ საკითხებზე მსჯელობის, თითქოსდა თავის რეჟიმში გადაყვანის ფორმით, სულ სხვა ფაქტების გადაფარვა სურთ. ესაა გამოცდების თემა და ბევრი სხვა საკითხი. შესაბამისად, ამ მიზნით მოხდა ჩემი გათავისუფლება, რომ გადაიფაროს ეს საკითხები. ყველა ბრძანება, რომელსაც ნებისმიერი სასამართლოს თავმჯდომარე გამოსცემს, იგზავნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, იმ ბრძანების თაობაზე მათთვის მინიმუმ ერთი წელიწადია ცნობილია. იუსტიციის საბჭომ საერთოდ არ განიხილა ჩემი განცხადება, მათ საერთოდ არ მიიჩნიეს ეს მნიშვნელოვან საკითხად. ის რომ მოსამართლეს რვაასი-ცხრაასი საქმე აწერია და ამ დროს როცა ხდება ოპტიმიზაცია და გარკვეული ჯგუფის გამოყოფა, ეს ყოველთვის ასე ხდებოდა სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics