|
2024-09-20 10:29:39, 531 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი, ყირიმი უკრაინაა, წერტილი!
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება განხილვის ან კომპრომისის საგანი, ყირიმი უკრაინაა, წერტილი! - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უკრაინის საგარეო უწყების განმარტებით, კიევს პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელების იმედი აქვს, რათა აიძულონ რუსეთი, დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პატივისცემას, გაიყვანოს ჯარები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორიიდან, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიისა და ყველა დანაშაულისთვის. "უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არ შეიძლება იყოს განხილვის ან კომპრომისის საგანი, ყირიმი უკრაინაა, წერტილი! უკრაინის მხარეს დგანან ჩვენი თავდაცვის ძალები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, გაეროს წესდება და საერთაშორისო სამართალი. ყირიმი არის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სიმძიმის ცენტრი. მისი სრული აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის სრული დეოკუპაციის გზით, უკრაინის ნახევარკუნძულის ჩათვლით. ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ამ მიზნების რაც შეიძლება მალე მიღწევაზე და არა კრემლის მადის დაკმაყოფილებაზე, ამა თუ იმ გზით, უკრაინის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ხარჯზე. მშვიდობის ფორმულის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა წარმოადგინა მკაფიო ხედვა უკრაინისა და მსოფლიოსთვის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვიწვევთ ყველას, ვინც პატივს სცემს საერთაშორისო კანონს და გაეროს წესდებას, შემოუერთდეს მშვიდობის ფორმულის განხორციელებას, როგორც ერთადერთ გზას ევროპაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)