16:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 09:12:56, 375 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთში წყალდიდობას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით წყალდიდობას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაღუპულთაგან ერთ-ერთის ცხედარი მაშველებმა ქვედა სილეზიის სავოევოდოს ერთ-ერთ ქალაქში, მანქანაში აღმოაჩინეს.

“პოლონეთის რამდენიმე ქალაქში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესები შეჩერებულია. პოლონეთის მთავრობამ დაზარალებულ რაიონებში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წყალდიდობასთან საბრძოლველად მილიარდი ზლოტი გამოყო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსებებთ, წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics