16:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 12:12:28, 403 ნახვა

მსოფლიო
The Times of Israel - ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუ თავდაცვის მინისტრის პორტფელს პარტია “ახალი იმედის“ ლიდერს, ისრაელის იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გიდეონ საარს შესთავაზებს.

“ისრაელის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა გამოთქვა წინააღმდეგობა სასამართლო რეფორმის დიდ ნაწილზე, რომელიც კრიტიკოსების თქმით, ძირს უთხრის ისრაელის დემოკრატიას. რეფორმა დიდწილად შეჩერდა მასობრივი პროტესტისა და ომის დაწყების ფონზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიის ცნობით, გიდეონ საარს, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც შესთავაზონ და ამ შემთხვევაში საგარეო უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი ისრაელ კაცი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics