16:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 09:50:05, 376 ნახვა

მსოფლიო
კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა

ამერიკის შეერთბული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებმა - დონალდ ტრამპმა და კამალა ჰარისმა პირველი დებატები გამართეს. დებატები ABC News-ის ეთერში შედგა.

დებატებს არ ჩაუვლია კამათისა და დადანაშაულების გარეშე. ჰარისმა და ტრამპმა ერთმანეთს "მატყუარა" უწოდეს.

დისკუსიის პირველი ნაწილი და პირველი კითხვაც ეკონომიკას მიეძღვნა. 

ჰარისმა აღნიშნა, რომ "შესაძლებლობების ეკონომიკის" შექმნა სურს. ამავე დროს, კი ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა "დემოკრატიული პარტიის" პოლიტიკა და ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული ეკონომიკის დანგრევაში დაადანაშაულა.

ჰარისმა გააკრიტიკა ტრამპი, მისი საგარეო პოლიტიკა და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს უცხოელი ლიდერები სერიოზულად არ აღიქვამენ.

"ჩვენი მოკავშირეები ნატოში მადლიერნი არიან, რომ პრეზიდენტი აღარ ხართ", - განაცხადა ჰარისმა.

დებატები ფილადელფიაში, კონსტიტუციის შესწავლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა და ორი სარეკლამო შესვენებით 90 წუთს გაგრძელდა. კითხვებს სვამდნენ ჟურნალისტები - დევით მიური და ლინსი დევისი. კანდიდატის საუბრის დროს კი ოპონენტის მიკროფონი გათიშული იყო. 

ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა კიდევ ერთი საპრეზიდენტო დებატები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics