16:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-07 19:01:38, 459 ნახვა

მსოფლიო
მედია - ყირგიზეთმა მოძრაობა „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო

ყირგიზეთმა მოძრაობა “თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, “თალიბანის“ აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ დეტალური განხილვისა და შეფასების შემდეგ. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიმართულია რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისა და დიალოგის მხარდაჭერისკენ.

ყირგიზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმება თავად “თალიბანი“, კრემლში კი აცხადებენ, რომ ბიშკეკის ამ ნაბიჯს გაგებით ეკიდებიან.

“ეს აუცილებელია. ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე სახის კონტაქტის დამყარება, ამ კონტაქტებისგან გამიჯვნა კი ასევე არ შეიძლება, ამიტომ ჩვენ გაგებით ვეკიდებით ასეთ სიტუაციას“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics