16:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-06 09:54:03, 367 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ზელენსკისა და შოლცის შეხვედრა გაიმართება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას European Pravda გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ფრანკფურტში გაიმართება, თუმცა მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

"ფრანკფურტის მახლობლად მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა "რამშტაინი", სადაც უკრაინის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

ზელენსკი გეგმავს, პირადად გამოვიდეს ჯგუფის სხდომაზე და ითხოვოს ახალი იარაღის მიწოდება არმიისთვის, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებების", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთის უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics