15:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 14:32:21, 397 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უნგრეთი უკრაინის მიმართ ომში ისე არ მოქმედებს, როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნები

უნგრეთი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ომში ისე არ მოქმედებს, როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნები და უმეტეს შემთხვევაში მოწინააღმდეგის მხარესაც კი თამაშობს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

ცაჰკნას თქმით, ორბანი უნგრეთში თავის ამომრჩევლებთან საუბრობს სრულიად განსხვავებულად, იმისგან, რაზეც "ევროპაში შეთანხმდნენ“.

"სამწუხაროდ, სწორედ ამ საკითხში ორბანმა მართლაც დაიწყო მოწინააღმდეგის გუნდის სასარგებლოდ თამაში", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟურნალისტებმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხეს, რატომ არ შეუძლია ევროკავშირს, რომელსაც ამჟამად უნგრეთი თავმჯდომარეობს, ამასთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება,  ცაჰკნას პასუხი ასეთი იყო, რომ უნგრეთის პრემიერის ქცევას არანაირი არ მოაქვს სარგებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics