15:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-03 09:32:20, 476 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ, მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია

გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ... მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სლოვენიაში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლაიენის თქმით, ევროკავშირი "დემოკრატიების საზოგადოებაა" და შესაბამისად, საჭირო რეფორმების გატარება მოუწევთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანებას ცდილობენ.

"მინდა, რომ გაფართოების შესახებ ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო დაჩქარდეს. კომისიის მომავალ შემადგენლობაში გაფართოება მუდმივ სამუშაოდ უნდა იქცეს, რომ მას სრული ყურადღება მიექცეს. სწორედ ამიტომ, გაფართოების საკითხებში სპეციალურ კომისარს დავნიშნავ. მოდით, ერთად დავწეროთ ისტორია.

ჩვენ ვისწრაფვით ძლიერი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო ევროპისკენ, რომელიც დასავლეთ ბალკანეთს მოიცავს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას და ყველას, რომელთა ევროპული მისწრაფებებიც მათ ქმედებებს შეესაბამება", - განაცხადა ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics