22:14 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-27 09:19:20, 497 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვემზადებით რუსეთისთვის პასუხის გასაცემად

ვემზადებით რუსეთისთვის პასუხის გასაცემად - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მასიურ საჰაერო შეტევაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მან ამ საკითხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ სირსკითან ისაუბრა. 

"დღეს შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ალექსანდრ სირსკისთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა ამ საკითხზე - განვიხილეთ ჩვენი პასუხი რუსეთს - მას ვამზადებთ. ჩვენს ქმედებებს რუსეთის გარკვეულ რაიონებში ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ ისე, როგორც უკრაინას სჭირდება. ბოლო 24 საათში უფრო მეტი კონტროლი გვაქვს, ასევე მორიგ ჯერზე გაიზარდა ტყვეების გაცვლითი ფონდი", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ 26 აგვისტოს დილას, უკრაინის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 236 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენა. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვამ 102 რაკეტა და 99 დრონი გაანადგურა.

თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 47 კი დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics