2016-02-17 16:55:38, 416 ნახვა
პოლიტიკა
მევლუთ ჩავუშოღლუმ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. პირველი შეხვედრა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართა.
ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ასევე, 19 თებერვალს, მიიღებს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან