04:39 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 13:10:47, 364 ნახვა

პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: ქადაგიძის განცხადებაში ვერც ორიგინალურს ვხედავ ვერაფერს და ვერც ახალს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გუშინდელ განცხადებას, რომელიც გარკვეული სამინისტორების გაუქმებას უკავშირდება, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.

როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში მსჯელობა ხშირად მიმდინარეობს, ამიტომ ქადაგიძის განცხადებაში ახალს ვერაფერს ხედავს. თუ რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს და რომელი არა, ჟორჟოლიანის თქმით, ეს საერთო მსჯელობის საგანი იქნება.

„პირველი არ არის ქადაგიძე, ძალიან ხშირად მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით, თუ როგორ მოხდეს  მართვის სფეროში არსებული ხაჯების ოპტიმიზება.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ბევრად მეტი წილი მიდიოდა მართვის სფეროში, ჩვენ ეს მნიშვნელოვნად შევამცირეთ, გადავანაწილეთ სოციალურ სფეროში, მაგრამ მიგავჩნია, რომ ოპტიმიზება კვლავ უნდა მხოდეს. კონკრეტულად რომელი სამინისტრო უნდა გაუქმდეს, რომელი არა - ამას მეტი ანალიზი სჭირდება. ასე, რომ ქადაგიძის ამ განცხადებაში მე ვერც ორიგინალურს ვხედავ ვერაფერს და ვერც ახალს“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics