|
2024-07-14 21:00:52, 664 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მანქანაში ადა სახლში საფეთქებელი ნივთიერებები იპოვეს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის მანქანაში რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, იუწყება The Wall Street Journal გამოძიების ცნობილ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, მანქანა, რომელსაც მართავდა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, პენსილვანიის შტატში, ბატლერში, ტრამპის კამპანიის მიტინგის ადგილზე გაჩერებული იპოვეს. გამომძიებლებმა ასევე გაჩხრიკეს კრუკსის სახლი ბეთელის პარკში და ისაუბრეს მის ოჯახთან. WSJ-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ AR-15 ნახევრად ავტომატური შაშხანა, რომელიც კრუკსმა გამოიყენა პოლიტიკოსის მოსაკლავად, მამამისმა იყიდა. CNN-ის სამართალდამცავი წყაროები ამბობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები თომას კრუკსის სახლშიც იპოვეს. დონალდ ტრამპი 13 ივლისს, პენსილვანიის შტატში, ბატლერში გამართულ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას ესროლეს. ტყვია პოლიტიკოსს მარჯვენა ყურის ზედა ნაწილს გაუსწორდა, რის შემდეგაც მას ძლიერი სისხლდენა დაეწყო. ყოფილი პრეზიდენტი საიდუმლო სამსახურის აგენტებმა სცენიდან ევაკუაცია მოახდინეს. სროლის შედეგად აქციის ერთ-ერთი სტუმარი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა და მძიმე მდგომარეობაშია. უსაფრთხოების სამსახურებმა თავდამსხმელი ესროლა და მოკლეს. ის იდენტიფიცირებული იყო, როგორც პენსილვანიის 20 წლის მცხოვრები თომას მეთიუ კრუკსი.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)