|
2024-07-12 12:06:19, 773 ნახვა
ომი უკრაინაში
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოსთხოვა რუსეთს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარები გაიყვანოს
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო უკრაინის მიერ შეთავაზებული რეზოლუცია, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებას შეეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, რეზოლუციით რუსეთს მოეთხოვება, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები ატომური ელექტროსადგურიდან და დაუბრუნოს იგი კიევის სრულ კონტროლს. ასამბლეამ, რომელიც 193 სახელმწიფოს მოიცავს, რეზოლუციას მხარი 99 ხმით დაუჭირა, 9 სახელმწიფო წინააღმდეგ წავიდა. (TASS-ის ცნობით, ესენი იყვნენ: ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა, მალი, რუსეთი, ნიკარაგუა და სირია) 60-მა სახელმწიფომ კი, პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. კენჭისყრამდე უკრაინის ელჩმა გაეროში, სერგეი კისლიცამ გენერალური ასამბლეის მონაწილეებს დოკუმენტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ეს არის ჩვენი მოვალეობა მომავალი თაობების წინაშე. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბირთვული კატასტროფების საშინელება აღარასდროს განმეორდეს“, - აღნიშნა კისლიცამ. შეგახსენებთ, რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე დაიკავეს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მას შემდეგ ელექტროენერგიას ვერ აწარმოებს, ის თავად მოითხოვს ელექტროენერგიის მუდმივ მიწოდებას ერთ-ერთი რეაქტორის გასაგრილებლად, რომელიც მთლიანად არ არის გამორთული ქსელიდან. პერიოდულად სადგური დაბომბვას ექვემდებარება, რაშიც მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)