05:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 09:24:52, 814 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ და მოკავშირეები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს გადასცემენ

ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი აცხადებენ, რომ კიევს დამატებით ხუთ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემენ, მათ შორის "პატრიოტის" სარაკეტო ბატარეებსა და "პატრიოტის" კომპონენტებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გეგმის მიხედვით, კიევი მიიღებს ოთხ "პატრიოტის" სისტემას შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და რუმინეთიდან, ამ სისტემების კომპონენტებს ჰოლანდიიდან და სხვა პარტნიორებისგან, ასევე ერთ SAMP/T-ის ტიპის სისტემას, რომელსაც იტალია გადასცემს. 

"ჩვენ უკრაინას ვაძლევთ დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის დამატებით "პატრიოტის" ბატარეებს, რომლებიც შემოწირულია შეერთებული შტატების, გერმანიისა და რუმინეთის მიერ; ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ შემოწირული "პატრიოტის" კომპონენტები, რათა მოხდეს დამატებითი "პატრიოტის" ბატარეის ფუნქციონირება",- ნათქვამია ვაშინგტონში, ნატოს სამიტის გახსნაზე, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics