12:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-08 10:12:51, 524 ნახვა

მსოფლიო
მარინ ლე პენი - ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო

ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო,- ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.

ლე პენმა, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გასვლის მიუხედავად, ოპტიმისტური განცხადება გააკეთა და თქვა:

"ხვალინდელი გამარჯვების მარცვალს მე დღევანდელ შედეგებში ვხედავ".

შეგახსენებთ, საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მემარცხენე პარტიების კოალიციამ, სახელწოდებით "ახალი სახალხო ფრონტი" მოპოვა. მას პარლამენტში 182 მანდატი ექნება. მეორე ადგილზე გავიდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია 163 მანდატით, ხოლო მესამე და ბოლო ადგილი დაიკავა მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნულმა გაერთიანებამ", რომელსაც 143 მანდატი შეხვდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები  მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში მისი ცენტრისტული ალიანსი "ეროვნულ გაერთიანებასთან" დამარცხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics