|
2024-06-29 19:24:21, 1280 ნახვა
სპორტი
"საქართველოს წარმატება პატარა ქვეყნებისთვის ისტორიული მომენტია" - UEFA-ს ბლოგი
"ახალი სახეები და მეტი სიურპრიზი: ევროპის ჩემპიონატი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება" - ამ სათაურით UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ის მერვედფინალში გასვლას ბლოგი მიუძღვნა. ამასთან, ბლოგის მთავარ ფოტოდ UEFA-მ ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის ერთობლივი ფოტო გამოიყენა. "EURO-2024-ის ჯგუფური ეტაპი ამაღელვებლად დასრულდა, რომლის შედეგებმაც ხაზი გაუსვა ევროპულ ფეხბურთში გუნდების სათამაშო დონის გათანაბრებას და იმას, რომ ტურნირი განვითარდა - მისცა შესაძლებლობა ბევრ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე საკუთარი კვალი დატოვონ. მათ შორის, ვინც ევრო 2024-ის მერვედფინალში თავისი გუნდის გასვლით გაიხარა, ქართველი გულშემატკივრების ხმა განსაკუთრებით ისმოდა - ისინი ზეიმობდნენ თავიანთ პირველ კვალიფიკაციას პლეიოფში, როცა პორტუგალია 2:0 დაამარცხეს. საქართველოს, რომელიც ევროზე პირველად თამაშობს, შეუერთდნენ დებიუტანტები სლოვენიიდან, ხოლო რუმინეთი პირველად 2000 წლიდან. ავსტრიამ, ამასობაში ტურნირის დაწყების წინ გაკეთებული პროგნოზები გააბათილა და სატურნირო ცხრილის სათავეში ურთულეს ჯგუფში მოექცა, რომელშიც საფრანგეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი შედიოდნენ. სულ უფრო არაპროგნოზირებადი ტურნირი ევრო 2024-ზე საქართველოსა და სლოვენიის წარმატებები არის ისტორიული მომენტი პატარა ქვეყნებისთვის, მაგრამ ასევე ევროპის ჩემპიონატის მზარდი კონკურენტუნარიანობის მაგალითია. 24-ვე გუნდმა დააგროვა სულ მცირე 1 ქულა, ხოლო საშუალო სხვაობა ქულებს შორის, იყო ყველაზე დაბალი ევრო-96-ის შემდეგ, მაშინ ტურნირში მონაწილეობას 16 გუნდი იღებდა. წელს მხოლოდ ესპანეთმა გაიმარჯვა 3-ჯერ გერმანიაში. თვითონ მატჩებიც სულ უფრო დაძაბული ხდება. უკრაინა, რომელიც საქართველოს მსგავსად ტურნირზე ერთა ლიგიდან მოხვდა, სამწუხაროდ, ვერ გავიდა ჯგუფიდან, რომელშიც ევროს ისტორიაში პირველად ოთხივე გუნდმა ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვა. თანაბარი სათამაშო შესაძლებლობები ევროპის ჩემპიონატზე გუნდების გაზრდამ ხელი შეუწყო ევროპულ ფეხბურთში კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც UEFA-ს მიზანს წარმოადგენდა. ერთა ლიგის შემოღება ხსნის არა მხოლოდ ახალ გზას ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, არამედ უზრუნველყოფს რეგულარულ მატჩებს, რომლებისთვისაც ისტორიულად დიდი ძალისხმევით იბრძოდნენ პატარა ქვეყნები. საქართველოს ამჟამინდელი წარმატება არის უახლესი ნაბიჯი განვითარების პერიოდში, რომელშიც ერთა ლიგამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ფინანსური მხარდაჭერა ასევე არის კიდევ ერთი საშუალება ევროპული ფეხბურთის გაძლიერების", - წერს UEFA.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)