|
2024-06-21 16:27:45, 427 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - EU-ის 27-მა წევრმა დაამტკიცა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო - მოუთმენლად ველით 25 ივნისს
დღეს, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც აუცილებელია უკრაინასთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკის განცხადებით, ასევე დამტკიცდა მოლდოვის მოლაპარაკებების ჩარჩო. "დღეს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც აუცილებელია უკრაინასთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად... ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ კვირას, 25 ივნისს, როდესაც უკრაინა და ევროკავშირი თავიანთ პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციას გამართავენ, რაც ფაქტობრივად, მოლაპარაკებების პროცესს გახსნის. მოლდოვის მოლაპარაკებების ჩარჩო ასევე დამტკიცდა. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ევროკავშირს. მადლობელი ვარ მთელი ჩვენი გუნდის - მათი, ვინც ბევრი იშრომა ამ ისტორიული ნაბიჯის რეალობად ქცევისთვის. მილიონობით უკრაინელის და მართლაც, ჩვენი ხალხის თაობა ახორციელებს თავის ევროპულ ოცნებას. უკრაინა ბრუნდება ევროპაში, რასაც საუკუნეების მანძილზე ეკუთვნოდა, როგორც ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი",- წერს ზელენსკი X-ზე.
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)