2016-02-15 18:41:40, 435 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე არც ერთი თეთრი არ დახარჯულა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზე არც ერთი დამატებითი ლარი არ დახარჯულა.
მისივე განმარტებით, კომისიაში მიწვეული 6-მდე კონსულტანტის შრომის ანაზღაურება, პარლამენტის ბიუჯეტიდან მოხდა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო კომისიას უფლებამოსილება თებერვლის ბოლოს ეწურება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისია მუშაობას აღარ გააგრძელებს, რადგან მას საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა არ აღმოაჩნდა: „
მე მგონია, რომ ეს იყო კარგი და სწორი საქმიანობა, მაგრამ მას არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა, რადგან არ იყო პოლიტიკური კონსესუსი პარლამენტში წარმოდგენილ წამყვან ძალებს შორის",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან