|
2024-06-15 10:25:50, 395 ნახვა
მსოფლიო
G7 - რუსეთმა უკრაინას ზიანის ანაზღაურების სახით 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს
რუსეთმა უკრაინას ზიანის ანაზღაურების სახით 486 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ იტალიაში გამართული სამიტის შემდეგ, "დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა განაცხადეს. განცხადების მიხედვით, თანხა მსოფლიო ბანკის თებერვლის დათვლის მონაცემებს ეფუძნება . "დიდი შვიდეული" შეთანხმდა, რომ ამ ქვეყნებში რუსული აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს. "ჩვენ ვაგრძელებთ და უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, მათ შორის გაეროს წესდებას და საერთაშორისო წესრიგის საფუძვლად არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს", - განაცხადეს G7-ის ქვეყნებმა. G7-ის ქვეყნებმა ასევე დაგმეს რუსეთის "უპასუხისმგებლო და მუქარისშემცველი ბირთვული რიტორიკა". მათივე გადაწყვეტილებით, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი დოლარი გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ქვეყნებში, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივებია გაყინული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)