|
2016-02-15 16:59:38, 614 ნახვა
სამართალი
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანაზე კანონი მკაცრდება
სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანაზე კანონი მკაცრდება. აღნიშნულს პარლამენტში ინიცირებული "საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოდან შემოსვლის წესების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს. საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების ქვეყნიდან გაყვანისას, მის დაბადების მოწმობაში ორივე მშობლის ვინაობის მითითება სავალდებულო ხდება. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. სარჯველაძის შეფასებით, ხშირად სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვი საქართველოდან არსებული რეგულაციების გვერდის ავლით გაჰყავთ, რაც ადამიანით ვაჭრობის საფრთხეს ქმნის. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ კანონპროექტს 5 მარტამდე სამივე მოსმენით მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)