10:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-12 23:52:31, 483 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სექტორისა და უცხოური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან, ახალი სანქციები დააწესა. აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო ძალისხმევაში შეტანილი წვლილისთვის სანქცია დაუწესა 100-ზე მეტ კომპანიას.

"რუსეთი ცდილობს, უზრუნველყოს მასალების წარმოება ომის შესანარჩუნებლად და მსგავსი ქსელებით ცდილობენ, თავი აარიდონ სანქციებს. ეს სანქციები კი, მიზანში იღებს ათზე მეტ მსგავს ქსელს და სანქციებს აკისრებს 90-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან, ბელარუსიდან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, სამხრეთ აფრიკიდან, სერბეთიდან და თურქეთიდან", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics