|
2024-06-11 20:43:45, 558 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდაა და ომს დასასრული არ აქვს - ეს ილუზიებია
ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდაა და ომს დასასრული არ აქვს, ეს ილუზიებია, რომელთა გაქარწყლება გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ომის დაწყებისთვის რუსეთს სრული და პრინციპული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. „რუსეთმა უნდა დაალაგოს მის მიერ დატოვებულო ნანგრევები, უნდა გადაიხადოს ამ აგრესიის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მიყენებული ზარალის საფასური. თუ სადმე რჩება ნანგრევები, ეს ნიშნავს, რომ მათთან ოდესმე ომი დაბრუნდება. ეს აღარ უნდა მოხდეს, არასოდეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ნორმალური ცხოვრება, ყველაფერი უნდა აღვადგინოთ. უნდა იქნას გამოყენებული ყველა რუსული აქტივი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, აგრესორთან კომპრომისების გარეშე. კომპრომისების დრო ამოწურულია. ის ამოიწურა სწორედ მაშინ, როდესაც პუტინმა დაიწყო ქალაქების გადაწვა და მკვლელების დაჯილდოება, როდესაც მან ფსონის დადება დაიწყო მკვლელობებზე და არა შეთანხმებებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)