|
2024-06-10 14:04:50, 402 ნახვა
მსოფლიო
Reuters - EU-ს არჩევნებში ორბანის პარტიამ ბოლო ათწლეულებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიამ, Fidesz ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, პირველადი შედეგების მიხედვით, ორბანის პარტიამ და მისმა მოკავშირე „ქრისტიან-დემოკრატებმა" ხმების 44.2%-ით ევროპარლამენეტში 11 ადგილი მოიპოვეს, ხოლო მანამდე 13 მანდატს ფლობდნენ. მათივე ინფორმაციით, მეორე ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ტიზა“ გავიდა, რომელმაც ევროპარლამენტში 7 ადგილი ხმების 30%-ით მიიღო, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მოპოვებულ ხმებზე მეტია. „ეს შედეგი არის ორბანის ძალაუფლების ქარხნის ვატერლოო, დასასრულის დასაწყისი. რაც მოხდა პოლიტიკური მეწყერია“, - განაცხადა „ტიზას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა. თავის მხრივ, ორბანმა მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს შედეგები უნგრეთში დემოკრატიის სიძლიერეზე მიუთითებს. „საომარ სიტუაციასა და რთულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, - უთხრა ორბანმა თავის მხარდამჭერებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)