|
2024-06-05 16:47:20, 422 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ისრაელი ჩრდილოეთში უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის მზად არის
ისრაელი ჩრდილოეთში უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის მზად არის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, ისრაელი ჩრდილოეთში უსაფრთხოებას აღადგენს. „ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს და ჩვენ ხელშეკრულები დავსხდებით, დიდი შეცდომა დაუშვა. მიწა გუშინ დაიწვა და მოხარული ვარ, რომ ჩააქრეთ, მაგრამ მიწა ასევე დაიწვა ლიბანში. ჩვენ მზად ვართ ძალიან ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში. ასეა თუ ისე, ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთში“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის თავდაცვის ძალების 769-ე ბრიგადის მებრძოლებს, ლიბანის საზღვართან, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ოპერაციების განსახილველად შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)