|
2024-06-04 13:44:25, 456 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ბათუმში ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი გამართა
"საქართველოს ბანკი" ბიზნესის მხარდაჭერასა და მეწარმეობის ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებების სერიას რეგულარულად ახორციელებს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს მხარდაჭერით, თანამედროვე გაყიდვების ვორკშოპი გაიმართა, რომელსაც Flowmaster-ის დამფუძნებელი, ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. 2-დღიან შეხვედრაზე დამსწრეები თანამედროვე გაყიდვების მთავარ მიმართულებებსა და ინსტრუმენტებს, ასევე თანამედროვე მოლაპარაკების ინსტრუმენტებს გაეცნენ. „ჩვენთვის, ბიზნესის მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტისთვის, განსაკუთრებით პრიორიტეტულია საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება. გაყიდვები ბიზნესის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილია, ამიტომ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია, ამ და სხვა მოთხოვნადი საკითხების შესახებ მეწარმეებს ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ. სასიხარულოა, რომ ვაგრძელებთ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერ ღონისძიებების ციკლს და ამჯერად მათ ბათუმში შევხვდით. ქალი მეწარმეები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, ცოდნის გაზიარების გზით კი ჩვენ ხელს ვუწყობთ უთანასწორობის შემცირებასა და ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)