|
2024-06-01 09:43:33, 440 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუს ოფისი - ღაზაში ომი არ დასრულდება, სანამ ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული
ღაზაში ომი არ დასრულდება ვიდრე, ყველა მიზანი არ შესრულდება, მათ შორის სანამ არ დაბრუნდება ყველა მძევალი და „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობები არ განადგურდება, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი პრემიერის გადაწყვეტილებას ავრცელებს. ნეთანიაჰუს ოფისში იუწყებიან, რომ პრემიერის თქმით, ისრაელის მიერ შეთავაზებული ზუსტი მონახაზი საშუალებას აძლევს ისრაელს, შეინარჩუნოს ეს პრინციპები. „პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებების გუნდს უფლება მისცა, წარადგინოს ამ მიზნის მისაღწევად გეგმა და დაჟინებით მოითხოვს, რომ ომი არ დასრულდეს, ვიდრე ყველა მიზანი არ შესრულდება, მათ შორის ვიდრე არ დაბრუნდება ყველა მძევალი და „ჰამასის“ სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობები არ განადგურდება. ისრაელის მიერ შეთავაზებული ზუსტი მონახაზი საშუალებას აძლევს ისრაელს, შეინარჩუნოს ეს პრინციპები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)