|
2024-05-31 13:58:58, 426 ნახვა
მსოფლიო
ორბანი ტრამპს - ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერში - განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო
დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერში. განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო,- ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს. როგორც ორბანი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპი, როგორც პრეზიდენტი, პირველ ადგილზე ყოველთვის აშშ-ს აყენებდა. "მე ვიცნობ დონალდ ტრამპს, როგორც ღირსეულ ადამიანს. როგორც პრეზიდენტი, ის ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებდა ამერიკას, მას პატივს სცემდნენ მთელ მსოფლიოში და ის იყენებდა ამ პატივისცემას მშვიდობის დასამყარებლად. დაე, ხალხმა გამოიტანოს თავისი განაჩენი ნოემბერში. განაგრძეთ ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო",- წერს ორბანი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)