|
2016-02-11 16:37:52, 718 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის განახლების მხარდაჭერას განაგრძობს
ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II" პროექტის განხორციელების მიზნით 49.45 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლასლო ბარანიაიმ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია ზემო ოსიაური - ჩუმათელეთის მონაკვეთის დაახლოებით 14.1 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. ევროპის საინვესტიციო ბანკი ზემო ოსიაურიდან ჩუმათელეთის მიმართულებით დაახლოებით 5.8 კმ. სიგრძის მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს, ხოლო მსოფლიო ბანკი - დაახლოებით 8.3 კმ-ის მშენებლობას (შესაბამის ხელშეკრულებს ხელი უკვე მოეწერა მიმდინარე წლის 10 თებერვალს). პროექტის განხორციელების პერიოდია 2016-2020 წელი. როგორც ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, EIB-ის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის სამშენებლოო სამუშაოები (ახალი მიმართულება). პროექტის დასაფინანსებლად EIB-ის გამოყოფილი აქვს 200 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ფოთი-გრიგოლეთის და გრიგოლეთი-ქობულეთის (მდ. ჩოლოქი) ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, ასევე დეტალური პროექტის და სატენდერო დოკუმენტების მომზადება. ამასთან, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაფინანსებაში EIB-სთან ერთად მონაწილეობს ევროკავშირი, რომელმაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) მეშვეობით პროექტის მხარდასაჭერად გამოყო გრანტი 20 მილიონი ევროს ოდენობით. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი რეგიონის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს გადაქცევას რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო, ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ცენტრად. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და სტაბილური განვითარებისთვის, რადგან ის ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების სწრაფ განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ინვესტიციები გზების ინფრასტრუქტურაში ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)