|
2024-04-25 09:39:21, 642 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ბოლო კვირებში შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის ტიპის რაკეტები ფარულად გაუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მედია წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რაკეტები უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტში შედიოდა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, რაკეტები პირველად 17 აპრილის გამოიყენეს, ყირიმში რუსული აეროდრომის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზებიდან, დაახლოებით, 165 კმ-ში (103 მილი) იყო. „პენტაგონი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა შორი დისტანციური რაკეტების განლაგებას, იმის შიშით, რომ ამერიკული მარაგიდან რაკეტების დაკარგვა აშშ-ის სამხედრო მზადყოფნას დააზარალებდა. ასევე არსებობდა შეშფოთება, რომ უკრაინა მათ რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენებდა“, - წერს მედია ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)