|
2024-04-21 14:25:55, 548 ნახვა
ომი უკრაინაში
კალასი - საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც კალასი სოციალურ ქსელში წერს, "საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზა, თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის დახმარებაა". "აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება უკრაინისთვის გადაუდებელი სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ გადამწყვეტი და სწორია. საკუთარი თავის დასაცავად საუკეთესო გზაა, დავეხმაროთ უკრაინას, გაიმარჯვოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს ხმა ყველა მოკავშირეს წაახალისებს, გადახედონ თავიანთ საწყობებს და გააკეთონ მეტი",- წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)