|
2024-04-21 12:58:23, 439 ნახვა
ეკონომიკა
ნიდერლანდურმა ავიაკომპანიამ Transavia საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Transavia-მ ამსტერდამიდან პირველი ფრენა შეასრულა. გვიან ღამით, ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში სავსე ხომალდი - 187 მგზავრით დაეშვა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა. Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში 2 სიხშირით Boeng 737-ით შეასრულებს. "მოხარულები ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ზაფხულის სანავიგაციო სეზონს უფრო მეტი ფრენით ხვდება. კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოვიდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია. დღევანდელი რეისიც არის იმ ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგი, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2 წლის მანძილზე აქტიურად აწარმოებდა. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება საშუალება კიდევ უფრო მეტი სიახლე და პირდაპირი ფრენა შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს",- ’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. პირველ საინაუგურაციო რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამსტერდამიდან ავიაკომპანია Transavia-ს აღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნუაიერი ჩამოყვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მელინე არაკელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, TAV Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე საგანგებოდ ჰოლანდიელი სტუმრებისთვის ანსამბლმა "შავნაბადამ" მრავალჟამიერი შეასრულა. Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)