10:24 - 13 May, 2026
|
2024-04-21 12:19:39, 559 ნახვა
ომი უკრაინაში
მეცოლა - ერთადერთი გზა მშვიდობისკენ, თავის დაცვაში უკრაინელი ხალხის დახმარებაა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, მშვიდობისკენ გზა უკრაინელი ხალხის დახმარებაზე გადის. "ევროპარლამენტის სახელით მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დღევანდელ კენჭისყრას, რომელიც გადამწყვეტ მხარდაჭერას უწევს უკრაინას. ერთადერთი გზა მშვიდობისკენ არის უკრაინელი ხალხის დახმარება თავის დაცვაში. ჩვენ ერთიანი ვართ თავისუფლებისთვის, აგრესიის წინააღმდეგ",- წერს მეცოლა X-ზე. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)