|
2024-04-21 11:55:47, 553 ნახვა
ომი უკრაინაში
მიშელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებაზე - ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, "ეს მკაფიო სიგნალია კრემლისთვის". "მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც ამტკიცებს დიდი ხნის ვადაგადაცილებულ, გადამწყვეტ 60 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის - ისინი, ვისაც სჯერათ თავისუფლებისა და გაეროს წესდების, განაგრძობენ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას",- წერს მიშელი X-ზე. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)