|
2024-04-21 11:17:27, 542 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - აშშ-ის მხარდაჭერას გამოვიყენებთ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს
ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს,- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას. ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩვენ მივიღეთ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება - აშში-ის მხარდაჭერის პაკეტი, რომლისთვისაც ჩვენ ასე ვიბრძოდით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც იგრძნობენ როგორც ჩვენი მეომრები ფრონტის ხაზზე, ასევე ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც განიცდიან რუსული ტერორს... მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად სპიკერ მაიკ ჯონსონს და ყველა ამერიკელს, რომლებიც როგორც ჩვენ უკრაინელები, ისევე გრძნობენ, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ ეს პაკეტი განიხილება აშშ-ის სენატში და სწრაფად გადაეგზავნება პრეზიდენტ ბაიდენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ აშშ-ის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს",- აცხადებს ზელენსკი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)