|
2024-04-21 11:00:39, 496 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაიენი - უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღოს
უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში,- ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას. ლაიენი მოუწოდებს აშშ-ის სენატს, კანონპროექტს კენჭი "რაც შეიძლება სწრაფად უყარონ". "მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას. უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად",- წერს ლაიენი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)