11:13 - 13 May, 2026
|
2024-04-16 10:41:21, 718 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს გაეცნო. როგორც ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა, ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები, რასაც უკრაინა უპასუხებს. "გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს - საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის ანგარიშებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით გაზაფხულსა და ზაფხულში. მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის. აშკარაა, რომ კრემლში ისევ სიგიჟეა. ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენ ვუპასუხებთ“,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)